|
თავით ფეხამდინ შეგამკობ, შენ, ქალო, ამბარისებრო: თავ-თმანო, მუხათ ნაზარდნო, სიშავით ყორნის ფრთისებრო, შუბლო, ვერცხლისა ფიცარო, გათლილო ხუროისებრო, ყურო, ირიბად ნაზარდო, სიონის საყდარისებრო. თვალო, წარბო და წამწამო, გველეშაპისა ფხისებრო. თვალი გიყრია გიშრისა, ზღვაშია მორევისებრო, ცხვირო, სვეტურებ ჩასხმულო, ბაგენო, ბალახშისებრო, აქეთ-იქითა ლოყებო, მინდვრისა ყაყაჩოსებრო, ღრძილო, ტურფათ მოწყობილო, ბაგენო, ბალახშისებრო, პირში რომ ენა გიგორავს ზღვაშია კალმახისებრო. ტუჩებო, ხახვის ფურცელო, სიწმინდით ქაღალდისებრო. ყელო, წვრილო და მაღალო, ზღვისპირა ალვის ხისებრო. მკლავნო, მაჯანო, გავანო, ჩაწყობილ ამბარისებრო, ხელო და ხელის ლანჩანო, თითებო, ლერწამისებრო. გულო და გულის ფიცარო, გათლილო ხუროისებრო, ზედ რომ ძუძუნი გიგორავს, ვერცხლისა კუტალისებრო. წელო, წვრილო და მაღალო, ზღვისპირსა ალვის ხისებრო. |


