კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:52

 

 

ხელში ჩავიგდე სიჩუმე

ძლივს. ბოლოს, როგორც იქნა...

არ გინდა? - იქცე სიჩუმედ -

უმშვენიერეს წიგნად...


აღარც ყაყანი, ბუზღუნი,

ჩურჩული, ლანძღვა, ლიქნა...

ჩამოდგა დიდი სიჩუმე,

ძლივს. ბოლოს, როგორც იქნა...


რაც მე იმ მღვრიე ცხოვრებამ

და იმ ხმაურმა მიქნა!

გამეფდა დიდი სიჩუმე!

ძლივს. ბოლოს. როგორც იქნა...


აღარც ის კატა მიკნავის,

აღარ მიკნავის, მიკნა...

მთლად სიკვდილივით სიჩუმე

ჩამოდგა, როგორც იქნა...


დუმს თხა, პოეტის საფლავზე

ბალახები რო კიკნა...

მარადიული სიჩუმე.

ძლივს. ბოლოს, როგორც იქნა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen