კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:27

 

 

ისევ ვუყვარვარ, კვლავ ჩემთან არის,

მეამბორება…. მეც თავს ვევლები, -

ოჰ, ცავ და მიწავ! რა რიგ მიხარის,

კვლავ მის ხუჭუჭ-თმებს ვეთამაშები!..


ცილსა სწამებდა ბრბო უგუნური:

„დაგივიწყა“-ო, ჩამძახდნენ ტყვილად.

თურმე სტანჯავდათ მტრობა და შური,

მე კი მეგონა ყველა ნამდვილად!…


ვაგლახ! მოვსტყუვდი, ავყევ ფეხის ხმას,

გავაცამტვერე მისდამი ტრფობა,

დავსწყევლე, მოვსრე… ვუმატე მოთქმას,

და უხმოდ ჩავკალ იმედი, გრძნობა!..


ისევ ვუყვარვარ... ვეხვევი... ვსტკბები...

კვლავ მკვდრეთით აღსდგა რწმენის სიმბოლო,

ვლაღობ, ვნავარდობ, ვეთამაშები..

და ჩემს სიხარულს არა აქვს ბოლო!..

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen