|
მე გულს მიხერხავს სევდა უცვლელი, მწუხარე ლანდი დამეხათრება. ნიავს რად მოაქვს ძველი ფურცელი, ეს მოგონება რად მენატრება?
და ბორკილებში ქალწულის ტერფი... ჰარამხანებში - ქართველ ქალების, ვარდისფერ ტანთა - დამდნარი ფერფლი...
კდემანართმევი პირს მარიდებდა, ყრუდ მომესმოდა ქართული კვნესა, ბოსფორის პირად, პირამიდებთან.
არ უთქვამს ქება თქვენი სინაზის. მხოლოდ მომღერლებს გაუმხელიათ სტამბოლ-ქაიროს... ბაღდად-შირაზის...
ფარვანებივით შემომსევიან; ფრთებდაწვართ გუნდი თავს დამტრიალებს. ვერ ვიგერიებ... თვალი სველია!
გაცოცხლებულნი თქვენა მგონიხართ... მე თქვენზე ვდარდობ გადამეტებით, თქვენს ხმას მკვნესარეს გადავყოლილვარ...
რომ დასთმე სევდა შენი ბავშვისა, გაგხადეს დედა იანიჩარისა, ხარჭა თუ ხასა ყიზილბაშისა!
გერგო მონობა უსუნთქებლივი... გაყიდულებო, თქვენი წყევანი, გულში მხვდებიან ნასროლ ქვებივით.
დამკარგველებო თავისუფლების; მხოლოდ შადრევნის მარგალიტ ცრემლით, ღამ-ღამ სამშობლოს ესაუბრებით, -
საქართველოში გადასაფრენი? მშვენიერების ამაყ დიდებით, სხვის ცის კიდურებს რომ ამდიდრებდით, ვისთვის დაღუპეთ თქვენი მშვენება, ვით გაზაფხულის გამოჩვენება!
მოურჩენელო ჩემო წყლულებო? ვით დაგაბრუნოთ ძველო აჩრდილნო, სხვის ხომალდებზე მიბაწრულებო!
სამშობლო გშიათ? გწყურიათ მტკვარი? სად დავემალო თვალთა მუდარას, ვეღარ გიყურებთ, დახურეთ კარი!
მისი ნაღველი, მომებურება... ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი, დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?
ვინ დამცა სევდა განუკურნელი? დამწვარ დროშების, დამწვარ იალქნის, დამჭკნარ ვარდების მიყვარს სურნელი... |
| პოეზიის გვერდი • • • |


