კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:57

 

 

დღეს ჩვენი სახლი ფიქრმა დაღალა

და სიზმარიან ძილით იძინებს.

ღამემ ჭალები შეაჭაღარა,

ღელე მთვარის ლანდს მიაციმციმებს.


ტანს იმსუბუქებს ეზო, ბაღები,

ცერებზე დგება ჭადარი ყველა,

და ჰაეროვან ბაირაღებით 

გემივით მიდის სოფელი ნელა.


მიდის წინ, თითქოს ზღვა არის დიდი. 

ცაზე აანთეს დიდი ლამპარი. 

უხმოდ იშლება ნიავი მშვიდი

და შუქი სცვივა, როგორც ზღაპარი.


აგერ ნაპირიც. მსუბუქი რხევით

გემი მიადგა უცხო ქვეყანას.

იელვა. შორით განათდა ხევი,

და კორდებს ცეცხლი გადმოეყარა.


გამოჩნდა ვაჟი ხმალშემართული;

მოდის დაჭრილი ქარში წვალებით.

ზარივით რეკავს მისი ქართული,

ცეცხლივით იწვის მისი თვალები.


იცნო სოფელმა. შეჰკივლა დედამ,

მაგრამ აქ გაჰქრა ზმანება ტკბილი,

მზემ რტო აყარა, გადმოიხედა,

კვლავ ახმაურდა ცხოვრება დილის.


ასე ყოველთვის გვიან, სოფელი,

ყველა სახლი და ჭადარი ყველა, 

ტანს იმსუბუქებს შუქით მოფენილს.

და ხომალდივით ირხევა ნელა.


ვინ სად დაეძებს, ვის სიყვარული

ფრთამოხმაურე გრიგალში გარევს.

ყველა წუხილი, გულში ფარული, 

ილტვის უნაზეს სიზმრების მხარეს.


ჰა, ჩქარა მიჰქრის ქალი მხედარი,

რომ ძმას აშოროს მახვილი მაჯით.

ამის სატრფო კი მტერთან ტყვედ არი

და უნდა კბილით გაკვნიტოს ჯაჭვი.


დღიური ფიქრი არ დაკარგულა, 

ღამემ უნაზეს სახედ შეყარა,

ოცნების შუქით გადაქარგულა

სიზმრის ქვეყანა, დიდი ქვეყანა.


ერთად შევხარით საყვარელ მნათობს,

ერთი გვაქვს გული განუყოფელი.

მთების ბუდეში ჩამჯდარი მარტოდ

მათზე ოცნებობს ჩემი სოფელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე საჯაია  • • •   ალექსანდრე საჯაიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen