კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:38

 

 

შენ გეჯავრები, ჩემო სულის დგმავ?

ზღვას, - ვნების-მორევს, - მარიდებ თვალებს?

რისთვის? - იმიტომ, რომ მშობელთ მხარე

სულ სხვას მიქადის, სულ სხვას მავალებს?


დაუკავშირდი შრომის ემბლემას, 

წარსული ჩაჰკალ, გამოიგლოვე;

ვნების გრიგალო! სულის-კვეთებით 

შემომიერთდი... გადამექსოვე!


იცხოვრე ჩემში... გულს გადაგიხსნი

შიგ ჩაგახედებ გულის სიღრმეში

და დაგანახებ, თუ რა არსებობს,

ჩემს განზრახვაში, ჩემს ბედკრულ „მე“-ში.


მიყვარხარ, გიჟო! ვფიცავ, მიყვარხარ,

მიყვარს ოცნება ცრემლით აღთქმული,

მაგრამ უფრორე, ჰოი ქალწულო, 

მიყვარს სამშობლო, ჩემი მამული.


შენ გეჯავრები, ჩემო სულისდგმავ?

ახ, რისთვის, რისთვის მარიდებ თვალებს?

ნუთუ იმიტომ, რომ მშობელთ მხარე

სულ სხვას მიქადის... სულ სხვას მავალებს?

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen