|
ასცილდი საზღვარს, მოსწყდი სევდის მთებს, ზეცას აგაფრენ - დაეყრდნე ჩემს ფრთებს. მსურს ზღვის ფერიად, ღმერთად გიწამო, მსურს ვეამბორო შენს ფერხთ, შენს კალთებს… წამომყევ... წამო!..
სუნთქვით შევბოჭავ ღრუბელთა სრიალს, იცხოვრებ ჩემში... გეპკურვი მეც მტლად!.. მენდე შენს მკობელს, მენდე შენს ტრფიალს, გარდაგქმნი სულ მთლად.
ჰანგად ავსტყორცნი ზესკნელს-ლაჟვარდსა და თუ ფრთებს მომკვეც, დამიზიანებ გაფიცებ ზღვის ქაფს, გაფიცებ ვარდსა, შენ თვით ინანებ!..
ზეცას აგაფრენ - დაეყრდნე ჩემს ფრთებს... მსურს ზღვის ფერიად, ღმერთად გიწამო, მსურს ვეამბორო შენს ფერხთ, შენს კალთებს… წამომყევ... წამო!.. |


