|
ერთ კრებაზე კამათობდა ვით მებრძოლი ორატორი ბატონ-ყმობას სწყევდა, ჰგმობდა, სიტყვა ჰქონდა მეტად სწორი: „ძირს ჯალათი“, გაჰკიოდა, „ძირს მეტხორცი, უქმი ღორი!“ მაგრამ თვით რომ ჯალათობდა და ღორობდა - ვერა ჰგრძნობდა!..
* * * * * * *
ერთ ბანოვანს მოვკარ თვალი. გახლდათ ტურფა მონარნარე, „პარტიული ინდაური“ „ერთობისა“ მომხრე ცხარე ხალხის ნდობით აღჭურვილი, მეთაურთა მზე და მთვარე, - ათასობით რომ მოკრიფა, გაშვპა ფრინა, გაიკრიფა.
* * * * * * *
წევრი იყო პარტიისა, მთელ ქვეყანას ძმად იხმობდა, სძულდა აზრი სხვათ მტრობისა ომს და ბრძოლას მარად ჰგმობდა, მოციქული მშვიდობისა თავს წმინდანად თავად სცნობდა, მაგრამ საქმით რამდენს მტრობდა, ამას თვითონ სულ არ გრძნობდა...
* * * * * * *
ნუღარ მეტყვით მღვდელი მღვდლობდეს, მოციქულიც იყოს წრფელი, ანუ ღმერთი ცას ღმერთობდეს. კაცი გველზე არის ჭრელი, ადამის ძე მოძმეს სძმობდეს და არ იყოს საფლავთ მთხრელი, - თეატრი ეს სოფელი ბოროტების ზღვა მშობელი!.. |


