|
ინსტიტუტი გავათავე, გიმნაზია შევასრულე, „შიფრი“ ყელზე გადვიკიდე. სიმწიფე მით დავისრულე, ჩემის დროის შესაფერად გულის ჟინი შევისრულე, ამით გავხდი ქვეყნის თვალი, მე ნასწავლი ქართველთ ქალი...
ვნებით სავსე მკერდში გული, აშიყობით ცხვირზე კბენა, დროებითი საყვარული, ვინც თვალს მიზავს - მასთან რბენა, მიჯნურობა მეგობრული, - შემიძლიან... სხვა კი არა საოჯახო მატყვია-რა!..
არც დედობა, ქმრის უღელი, საზოგადო საქმე არ მხამს, ამ მიმიწევს მასზე ხელი. ლხენით განვვლი ცხოვრების ჟამს, სხვა არაფერს არ მოველი, - დღეს ერთს ვყავდე, ხვალ მეორეს.. არც-რად მიჩანს - თუ გამჭორეს...
და გლეხებს ხომ ვერ გავყვები, თავადები გადაგვარდენ, სამარადოს ღირს ვერ ვხვდები. ჩვენც მამული გაგვეყიდა, შლიაპის ხარჯებს ვეღარ ვწვდები, - მე ხომ შრომით ვერ ვიცხოვრებ, რაიცა მსურს ვერ ვისრულებ...
არშიყობა, გასართობი, მიბნედილი თვალით „კრულვა“, ხვევნა-კოცნა დამათრობი, ცხოვრებისა ყვავილთ კრეფვა და ალერსი დამატკბობი!.. მე დროების შვილი ვარ, დროსთან ერთად მივქრივარ!.. |


