კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:37

 

 

მშვიდობა შენდა, შენთა შტოთა, შენთა ფურცელთა,

მფარველო გულის, ჰე, ტირიფო, დაობლებულის!

შენ ხარ მცნებითი სახსოვარი დღეთა წარსულთა,

მენ ხარ გუშაგი მშობლიურის მიწისა ჩემის!


თვალთა, პირველად ახილულთა, წარმოუდეგ შენ,

გულის პირველი გრძნობა იყო გაცნობა შენი,

ჯერეთ სოფლისა განმეცადა მე ჩრდილი ოდენ,

შენ უკვე ყოველთ ფიქრთა ჩემთა იყავ საგანი.


სიცოცხლე ჩემი აღმოცენდა შენებრ ნელიად

და შეეთვისა ნარნარ გრძნობით შენსა შვენებას

და სიყრმე ჩემი განივლიდა შენსა ქვეშ ნათლად

და მე სიამით დავმზერდი ჟამთ მყუდროსა დენას.


თუმცა მრავალთა ქარიშხლისა სასტიკ კვეთებათ

გარდმოუქუხავთ ხშირად ჩემზე მრისხანებითა,

მაგრამ მე შენდა ტრფიალება გულთა ნუგეშალ

შემრჩა აქამდე აგზნობილი მხურვალებითა.


შენ შტოთ გერებით სდევნი სახით ჭმუნვის ღრუბელსა,

შენ ფოთოლთ ნელის შრიალითა მესაუბრები,

მაგონებ სიყრმის შექცევასა და სიხარულსა

და თვალთ ცხოველად მეხატვიან ძველი დროები.


ვიყვნეთ მეგობრად, ვიდრემდი სულს ვგრძნობთ ჩვენ თვის შორის,

ურთიერთისა ხელშემწყობი ვიქმნეთ ისევ ჩვენ,

შენ უწინდელებრ მომაგებდე ნუგეშსა ტკბილსა,

მე ჩვეულებრივ შემოგტრფოდე თვით სიკვდილამდენ.


უკეთუ პირველ თვალთა ჩემთა გიხილეს მჭკნარად,

ან ველს დაცემულ, შტო გაფანტულ ქარიშხალითა, 

ან სიცხისაგან გარუჯვილი აღუყვავებლად,

ან განგლეჯილი საზარელის ცისა ცეცხლითა.


მერწმუნე, მაშინც არ დაგტევებს მეგობრის ხელი,

გულ სიბრალულით მოვაგროვებ გამხმართა წვერთა,

აღმოვაცენებ, და ვიქნები შენად მზრუნველი,

დღა სიცოცხლითა აღვაყვავებ ფოთოლთა შენთა.


ხოლო, უკეთუ, ჰოი, ტირიფო, გლახ ჩემი ბედი

შენს უწინარეს მომისწრაფებს მე აღსასრულსა,

სულის იმედად თან წამყვება მაშინ იმედი,

რომ მტვერსა ჩემსა მიცაიღებ შენსა აჩრდილსა.


და განმიგრილებ ჩემს სამარეს ცისკრისა ნამით,

და დააჩრდილებ სიცხისაგან გრძელ-ხშირ-შტოებით,

და იგი ნამი დაეცემა გულს ნეტარებით,

მომეფონება იგი ჩრდილი სამოთხისავით. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen