|
რისთვის ჩანგურით ჩემად საკვდავად; რისთვის აღვიძებ ჩემში სიყვარულს და განვლილთა დღეთ და სიტკბოებათ მოგონებასა გულში დამარხულს, და მას დროს, ოდეს ჩანგურის სიმებს განუცხადებდი მე თვისსა ჭირებს? თვალთ დაბინდებულთ ვერღა იხილონ გაზაფხულისა დღენი მაშვენნი, მოგონებათა ვერ აღადგინონ სიჭაბუკისა მხიარულ წელნი. |


