კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:27

 

არვინ დაგაცლის, რომ შენს გემოზე

განვლო, რაც გერგო ბედად ბილიკი:

- თქვენ მარტოობა გაწუხებთ ალბათ…

- არა, პირიქით.


მიდიხარ, გზაზედ გადაგეყრება

ვინმე ბრიყვი ან ვინმე ცინიკი:

- ამაოება გაფიქრებთ ალბათ…

- არა, პირიქით.


გინდა თუ არა შენთან არიან,

თითქო გერგოო ბედში წილის ყრით:

- ხომ არ შეგვესვა ერთად რაიმე?..

- არა, პირიქით.


შორს კუნძულების გაგანიაა

და აღმართულა პალმა - ფინიკი:

- თქვენ ეგზოტიკა ხომ არ გიტაცებთ?

- არა, პირიქით.


და თუ შეგემთხვა მარცხი რაიმე,

მყის მზად არიან მწარე ქილიკით:

- თქვენ ასე გქონდათ ჩაფიქრებული?

- არა, პირიქით.


და უფსკრულთანაც გიდგანან გვერდით,

ჩაგჩურჩულებენ ყურში ტკბილი ხმით:

- არ გაგიწყრეთო, ბატონო, ღმერთი…

- არა, პირიქით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen