კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:22

 

 

თებერვალს კვალში მარტი ჩაუდგა, გაჯდა ნესტი და ჟინჟღლი მოზღვავდა

დედაბერი კი მდინარის პირას წყლით გაჟიებულ მატყლსა როზგავდა.


მთელი აპრილი ისე შეთავდა, მერე მაისი ისე შეთავდა,

ფიქრი შაოსან დედაბერივით, მომაბეზრებელ სევდას ჩეჩავდა.


მთელი ივნისი ისე ჩათავდა, მთელი ივლისი ისე ჩათავდა,

დარდი შაოსან დედაბერივით, გაუტავებელ ბაწაარს ართავდა.


მთელი აგვისტო ისე მინებდა და სექტემბერიც ისევ მინებდა

ვით დედაბერი, შეგუებული თავის ბედთან და წინდის ჩხირებთან.


მერე ოქტომბერს მოჰყვა სინაზე და ნოემბერი მოაოქროვა.

დედაბერმა კი, მტრების ჯინაზე, უსპეტაკესი თოვლი მოქსოვა.


და დეკემბერიც მობრძანდა მყისვე: იმ შარშანდელი თოვლის ხსოვნიდან -

და ბებრუხანაც გამოჩნდა ისევ: პირველ იანვარს მეკვლედ მოვიდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen