- გალაკტიონს -
|
- ჩამოჰკარი ჩანგს! ჩამოჰკარი ჩანგს! არის ჩანგების ზრიალი ხოროდ - რა, რა სჭირდება ახლა ქართველ ხალხს, ო, ჩანგო ჩემო, შენ უწყი მხოლოდ!..
ასეთი იყო მეფე და ბავშვი, აფრიალებდა ცად ლომურ ფაფარს და მოჰღრეცოდა ჭაღარა ქარში...
მკერდბუმბერაზი მგოსნების მახვში, მაგრამ სიმღერა ლურჯი და ურჩი ისევ და ისევ წკრიალებს ყურში:
სხვათა ჩანგები ზრიალებს ხოროდ - რა, რა სჭირდება ახლა ქართველ ხალხს, ოჰ, ჩანგო ჩემო, შენ უწყი მხოლოდ! |
| პოეზიის გვერდი • • • |


