კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 03:13

 

* * * * * * *

 

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა 

სიკვდილი სახელოვანი

მე ვიქეიფებ დამძრახე, 

შენ მოკვდი სახელოვანი.

 

* * * * * * *

 

ბრმას რად უნდა მუზეუმში შაყვანა, 

ყრუს რად უნდა ოპერაში წაყვანა, 

ღორს რად უნდა ოქროს ტახტზედ აყვანა, 

ვირს რად უნდა დეპუტატად გაყვანა.

 

* * * * * * *

 

როცა ქვეყანას კაცი აკლია 

გრიშაც ის არის რაც ირაკლია.

 

* * * * * * *

 

გიორგი! ეხლა

მზრუნველს და მომვლელს

საქართველოში

ვინმე გამოლევს?

მზად იყავ მისცე

ანგარიში ხალხს

და არა ყოველ

გამვლელ-გამომვლელს!

 

* * * * * * *

 

ამიერიდან ვენერას

უნდა დაერქვას ვერანა, 

მერანი ვირად აქცია

და ვირი გაამერანა.

 

* * * * * * *

 

ცა წვიმით თავზე გვემხობა,

უგზობა, უფარეხობა...

იკმარე, მეხო, მეხობა,

ჩვენ ჩვენი დარდიც გვეყოფა.

 

თანამედროვე ქართული პროზის შესახებ

 

* * * * * * *

 

ჩვენს ჩამორჩენილ პროზას

თუ გამოვაკლებთ „ოზას“-ს -

დარჩება მხოლოდ პრ და -

წუნიც მივურთოთ უნდა.

თუ მივუმატებთ პრ-ს წუნს,

მივიღებთ მართლაც პრუწუნს.

 

* * * * * * *

 

რეტი, ცეტი, ბრეტი, ცეტი 

აი, ბესოს ეტიკეტი

რას გააწყობს ჟღენტი, ჟღენტი 

ფუტუროა დეკადენტი,

თანაც ყბედი მეტისმეტი

აი, ბესარიონ ჟღენტი.

(მაგრამ რას ვერჩი ამ კაცს?)

 

* * * * * * *

 

ეს ჩვენი მამასახლისი

მაღალია ხესავითა,

პრისტავი რომ დაიბარებს 

მაშინ წავა თხლესავითა

 

* * * * * * *

 

რაკი დაგვისვეს 

წინ ჭილაია, 

ხელში ავიღოთ 

ჭინჭილაია.

 

* * * * * * *

 

ლიანა მისწერე

დედაშენ ეკას,

რომ თავდადებით 

მსახურობ ჩეკას...

 

* * * * * * *

 

არა, არ ვტირი მგოსანო, 

შენ არ ხარ როგორც მკვდარიო 

შენ არ გიტირო, ცოცხალი -

ცოტა მყავს სატირალიო?

 

* * * * * * *

 

თუნდაც მშიერი პოეზია

თუნდაც ტიტველი

მაინც იმარჯვებს, თუ ის არის

მოუსყიდველი.

 

* * * * * * *

 

სამგლეს და საძაღლეს

მწერალთა სასახლეს 

ვერასდროს დაღლილი 

ვერ მიეყრდნობი...

აქ არის მოდებული 

გაბოროტეგული

ეგრეთწოდებული

ბერიას კუდები.

 

* * * * * * *

 

გალაკტიონ ტაბიძე - დეპეშას მიგზავნის გვათუა

 

ერთი დღით ჩამოდით აფხაზეთშია 

ო, საქმე საჩქარო რამ თუა

აჰ, წიგნებს რა ვუყოთ ან გაზეთს? 

აქ ავტორს პრობლემა ჩიხს ხვდება 

კრებული „სამშობლო“ წელში მხრის 

რა ვუქნა მერვე ტომს ფერხდება...


გაყინულ წერტილით არ იძვრის 

რუსულად წიგნსა სცემს „ზარია“ 

არ იქნა თავი ვერ მიება

იქ მუდამ გლოვა და ზარია.

ანგრეულ, აყრილი დროება.


„მნათობი“ რა საქმეს მიპირებს

ამასაც ხომ მალე გავიგებ

მიხვდება ირაკლი, იტირებს

რომ ვწვდები და ფეხქვეშ გავიგებ!


„იზვესტიას“ რომ წერილს დავპირდი 

მაჩქარებს, რა ვუყო ამ გაზეთს

და ახლა დეპეშაც... რას იცდი, 

საჩქაროდ ჩამოდი აფხაზეთს.


ეჰ, ღმერთო... 

ასე რომ მაწვალებ

კანონის რომელი მუხლია? 

დავტოვებ ამ თბილისს,

სულ წავალ

და ყველას თავში ქვა უხლია!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen