|
გადაუღებლად გარედ წვიმს და წვიმს, ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს, ტყე გაიძარცვა და მის კალთებზე ფრთხილი, გველებრივ, ნისლი მიცოცავს.
ხმაჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი... და მის ქვითინში მე ისევ იგი აუხდენელი მესმის ზღაპარი.
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი, მე ყვავილები მესიზმრებოდა, შენც ყვავილებში მესიზმრებოდი.
ვერ განაახლებს იმ ელვა-ციმციმს, დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა... გული სწუხს და სწუხს... გარედ წვიმს და წვიმს.. |
| პოეზიის გვერდი • • • |


