კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:26

 

ის როგორ იყო? ღამეს იღბლიანს

შორს, ვარსკვლავების აკამკამებით

ლექსმა ქარივით შემომინგრია

ქოხის კი არა, გულის კარები.


მერე ბავშვობის ქარიან თვეში

ტოლთან რომ მსურდა რბენა, ანცობა,

გზაზე მტერივით გამომყვა ლექსი

და არ ისმინა ჩემი ბავშვობა.


მე ფეხშიშველა წვიმა მიყვარდა,

ბუნების ფერიც სულში მინთია,

ლექსმა მაჩვენა ფერი სიტყვათა

და შემაძრწუნა, როგორც მინდია.


მერე მონობის დამდო ბორკილი,

და სიმღერები მომცა ხუნდებად,

დღეს თავხედურად ლექსთან მორკინალს

თუ სადმე ფეხი დამიცურდება,


ლექსი შემინდობს, თვით მოიგონებს,

მისთვის სიცოცხლე მსურდა გამეყო

და მაპატიებს უძლურ სტრიქონებს,

გულმა რომ თქვა და სიტყვა არ ეყო.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen