მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი
|
სამწირველოში თუმც დროებით ვარ მიმალული, მაგრამ მეზრდება ფრთები თანდათან, დრო მოვა, სხეულს დაივიწყებს ფიქრი ფარული, მოულოდნელად გამოჩნდება სივრცე ქარქათა.
გამჭვირვალეა მიუღწეველ სივრცის ნათება, ხმას დამატკბობელს გაიგონებ და ჟრუანტელი შემოგენთება, ბაგეები აგიყვავდება.
ცეცხლი მოედო ფარს უმძიმესს და აბრიალდა, დე, ბედისწერის უეცარი ნება აღსრულდეს და მარტოდმარტო ჩაიფერფლოს გულში მთლიანად.
არ მოიგონებს გული ჩემი ბებერ იარებს, ხმას დამატკბობელს გაიგონებ და გამახარებ და ჩემს სიყვარულს მარადიულს გაიზიარებ.
მოულოდნელად გამოჩნდება სივრცე ქათქათა, სამწირველოში ვიმალები, როგორც სანთელი, მაგრამ მეზრდება უძლეველი ფრთები თანდათან. |


