მთარგმნელი: თამარ ერისთავი
|
კაცს პატიოსანს თუ სიღარიბე და არც ქონება გეთაკილება, ზიზღის ღირსი ხარ, მონა, ლაჩარი, სირცხვილით არსად გაგემხილება.
არ გვედარდება, არ გვერცხვინება, ვიყოთ ღარიბი და უსახელო, არ გვსურს წოდება და წარჩინება.
წოდება ვის რას შემატებს ვითომ? ის ოქროს ფულის ყალიბს ჰგავს მხოლოდ, ბაჯაღლო ოქრო კაცია თვითონ.
დე, გვაკლდეს ლუკმა, რაგინდ რა იყოს, ბრიყვს ეცვას ფარჩა, ღვინო სვას თასით, კაცი კაცია, რაგინდ რა იყოს.
მარტო აბჯარი ვერ შექმნის რაინდს, კონკიც რომ ეცვას კაცს პატიოსანს, გვირგვინის ღირსი იქნება მაინც.
თვალს აბრიალებს, იფერებს პატივს, სათაყვანებელ კაცადაც თვლიან, მაგრამ ბრიყვია ჭკუა აქვს ბატის.
ჯვრები, მედლები, სირმა ნაფრენი, მისი წოდება და წარჩინება სასაცილოა, სხვა არაფერი.
აგაღზევებს და გაგათავადებს, მაგრამ გულითაც რომ მოინდომოს, პატიოსნებას ვერ გითავაზებს.
კაცის ღირსება ნუ გეგონება, ღირსებად მითქვამს პატიოსნება და გამჭრიახი ჭკუა გონება.
გადაიქცევა ცხადად ოცნება, ღირსეულ ადგილს მოიპოვებენ ქვეყნად ჭკუა და პატიოსნება.
ეს ჩემი სიტყვა არ გაწბილდება, მოვა დრო, ქვეყნად გაქრება შუღლი და კაცთან კაცი დაძმობილდება. |


