|
წმინდაა და სპეტაკი, მოგონება ყოველი, მთებზე გადუფენიათ თეთრი ბაირაღები. არმაზიდან გუმბათი, მოჩანს სვეტიცხოველის მოელვარე ალმასით მოჭედილი ქალაქი.
სასარეკლე კოშკიდან მდუმარება საზარი აირეკლავს სივრცეებს სიშორესაც მიწვდება, თითქოს მდუმარებისთვის არ არსებობს საზღვარი, თითქოს სიმარტოვეში სივრცე გამოიწვრთნება.
მაგრამ მოჩვენებაა მდუმარება ყოველი სიახლოვე სიახლის სიმაღლეს უერთდება, არმაზიდან გუმბათი, მოჩანს სვეტიცხოველის სადაც თვითონ ოცნება, ავა და გაღმერთდება. |


