|
აქ აღარ კვდება კაი ყმა... მოკვდეს? - რა დედა იტირებს. შამბი დარდივით ერევა, ხოლში ჩამოშლილ ქვითკირებს.
ფეხზე ვერ წამოგაყენებთ, პაპი, ვაი, რომ შენ დარგულს, ვახმობ, სხალტკბილას ნამყენებს.
აღარც კაცობას ვაპირებთ, ვაი... წინაპართ ლანდებო, რა უღვთოდ გაგინაპირეთ.
ჟანგს შევაჭმიეთ პირები, ჩვენ კი არ უნდა გტიროდეთ, თქვენგან ვართ დასატირები.
შენფერ ჭაღარა წვერებით, შენ დამელოდე პაპი და მეც მალე მოგეფერები. |


