|
დრო ნელა გადის, სურვილი კვდება. აღარ მიმელის ჩემი თაობა! იმედად მაინც ორი რამ მრჩება, აუმღვრევლობა და მუშაობა.
გამთენიისას იქნებ გავთავდე... მე მაინც ძალმიძს ნათელ ფიქრებად გულს სიკეთის ხმა წარმიმართავდეს.
უცოდველის გზის გულდაჯერებით: კოსმიურობის უმთავრეს მწვერვალს ისეთი წმინდა უკრთის ფერები, -
თუ გსურს, შეიძლებ შეავლო თვალი... რადგან მწვერვალი იგი მთლიანად სადაც კაცი დგას, ის მიწა არის. |


