კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:48

 

ნუგზარ ფსუტურს

 

გაგახსენდები, ძმაო, ლექსით განაწამები.

თავს შეგახსენებს მე კია არა, თავად წარსული,

მკერდს შეგვეხლება სიჭაბუკის შლეგი ქარები

და ოცნებები, ოცნებები ცამდე ასული.

და მერე იტყვი დაბრძენებულ კაცის იერით,

ღირდა თუ არა, ამა ქვეყნად ჩვენი გაჩენა,

გახედავ წარსულს, დანანებით და პატიებით,

განიცდი, როგორც არსაკიძე - მოჭრილ მარჯვენას.

დრონი კი წავლენ, გაქანებულ ცხენთა ჭენებით,

მიწყდება სუნთქვა ქაშუეთის მწველი ზარების,

დავჭკნებით, როგორც ღვთაებათა თეთრი ხელები

და უკვდავებას ისე წყნარად მივეპარებით,

რომ ვერას იგრძნობს ზნემაღალი დედა-ბუნება.

ჩვენ წავალთ სადაც ფარაონი თეთრად ლამაზი

და მერე ვიღაც მოისურვებს ჩვენს დაბრუნებას

და ასე დიდხანს გაგრძელდება წვა და თამაში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen