|
ისევ აღზევდა ჩემი ქალაქი, მიძინებული ჩემი სავანე, მხრებზე მაყრიან მთვარის ნამსხვრევებს - ამ წუთისოფლის ავან-ჩავანნი.
სადმე შეშლილთა შემკრთალ საფარში, ხელს ვერ შემიშლის ზღვის მიმოქცევა ჩავეჭიდები ტალღებს ფაფარში.
რომ გავუბრწყინო მიწას ცისკარი, ჩემი სიმორცხვე ნუ გაგაოცებს, ნუ გაიკვირვებ - რად მივიჩქარი...
თვით სისხლის წვეთებს მწოვენ ქარები. და როგორც დაღლილ ბებერ მეგუთნეს, ხნულზე დამცვივა ალბათ თვალები.
შენი იერი მარად მეფური. ნეტავი მიწის მარტივ ნაოჭებს თუ აქვს სიმშვიდე კვლავინდებური -
ვეღარ ვტეულვარ ფერთა გამაში, შენ ერთმა მაინც მინდა იცოდე, რომ არ არსებობს კაცი - თამაში.
უცხო ლარნაკში დაჭკნენ ვარდები, რადგანაც ცრემლი სახლობს გუგებში, სადაც ვიწყებით - იქვე ვთავდებით... |


