კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:42

 

ეს ყველამ ვიცით, რომ მგლები გაუმაძღარნი არიან,

ჭამის დროს ძვალსაც და რბილსაც ერთად მუცლისკენ ჰგზავნიან.

ამ ღორმუცლობამ ერთს მათგანს სულ აწყევლინა თავ-ბედი:

ძვალი დაადგა მას ყელზედ, გაჰქრა სიცოცხლის იმედი.


სული უგუბდა, სახსნელად ვეღარ ხმარობდა ხერხებსა,

აბრიალებდა თვალებსა, ფშეკდა მიწაზედ ფეხებსა...

იღბლად გამოჩნდა იქ ახლოს წერო თვის გრძელი ნისკარტით;

მყის გასაჭირი თავისი მგელმა ანიშნა მას თათით.


ლმობიერებით შესცქერდა და გულით ევედრებოდა,

ეპატრონა და მომაკვდავს რითიმე მიჰშველებოდა.

ჩაუყო გრძელი ნისკარტი მგელს წერომ, დიდ ხანს ეწვალა.

გაჭირვებითა ყელიდგან მას ძვალი ამოაცალა;


და შემდეგ, რაკი ნადირი გადაარჩინა შავ ბედსა,

გარჯისთვის თავაზიანად სასყიდელს სთხოვდა მცირედსა.

მგელმა შეჰყმუვლა: "ხუმრობ თუ? განა, ვის ჰხედავ ტოლსაო?

შენც ფასსა ითხოვ ჯაფისას? შეხეთ ამ უმადლოსაო!


საჩუქრად ის არ გეყოფა, რომ ეგ სულელი თავიო

ამ ჩემ საშიშარ კბილთაგან მოგლეჯას დავიცავიო.

გასწი, ძამიავ, გაფრთხილდი, კვლავ აღარ მომხვდე ხელშიო,

თორემა ვეღარ იხილავ ცის ნათელს თავისს დღეშიო!"

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen