კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:46

 

შენ რომ კვდებოდი, ალბათ ფანჯრებს მოასკდა ქარი, 

ისევ ის ქარი - საფირონი რომ გაწამებდა,

მაგრამ სიკვდილი რად მობრძანდა ასეთ სიჩქარით, 

ან გული ეგზომ რამ დაქანცა, მას რომ დანებდა!


შენ აღარ სუნთქავ, შენ ცივი ხარ, მკერდსა და თვალებს 

აყრიან ყინულს და კუბოში ისმის ხმაური...

უკანასკნელო მეგობარო, ხომ არ გაწვალებს 

ეგ მარტოობა და წვეთების ხმა უცნაური?


ეხლა მაგ მკერდში დადუმებულ საიადონოს

იქნებ აღვიძებს კიდევ უთქმელ ჰანგების ჟღერა,

და კიდევ ერთხელ გინდა სიტყვას გამოატანო

შენი ოცნება, ჟრუანტელი და გულის ძგერა?


ო, ხომ არ არღვევს მდუმარებას, შენში რომ ჩადგა, 

მაგ შუბლის უკან მომწყვდეული ცეცხლის მორევი?

ნუთე სიკვდილმა ყოველივე უკვალოდ შთანთქა -

ვერ მოვეხვევით ჩვენ ერთმანეთს განმეორებით?


რომ სათნოებით კვლავ ვუცქიროთ საწუთროებას, 

შევხვდეთ სიცოცხლეს და სიყვარულს თაყვანისცემით. 

და კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ ჩვენს მყუდროებას, 

ჩვენს წმინდა თვალებს პოეზიამ მოჰფინოს ცრემლი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen