კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:25

 

ბიჭო, რატომ იცი

ყველაფერზე ფიცი!

შენ რომ იწყებ ფიცილს, 

ხალხი იწყებს სიცილს!


იფიცები დედას, 

იფიცები მამას, 

იფიცები იმას, 

იფიცები ამას!


მაინც, რატომ იცი 

ყველაფერზე ფიცი? 

ფიცი დედის, 

მამის, 

დეიდის და

ბიძის!


რასაც ამბობ, ალბათ, 

თვითონ შენ არ გჯერა! 

სხვანაირი სიტყვა

არ გვსმენია ჯერაც!


თუ გამოგვიჭედავ

მაგ ფიცებით ყურებს, 

ბოლოს, ძმაო, ფიცსაც 

გააუფასურებ!


ვის სჭირდება ფიცი, 

ყველაფერზე ფიცი: 

დედის, 

მამის,

დის, 

ძმის, 

მამიდის და 

ბიძის!


უნდა გქონდეს სიტყვა 

ფოლადივით მტკიცე! 

მაშინ წარამარა 

აღარ დაიფიცებ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen