|
გადი, გამოდი, გუთანო, ღირღიტავ, ბანი უთხარო! სახნის-საკვეთო, გაუსვი, რომ კაჭაჭს ძირი უთხარო!
მაგას მოაბი მხარია; მეხრევ, გაუკარ შვინდასა, ცოტა ზარმაცი ხარია;
დამღერეთ „ოროველაო“, გადააშავეთ მინდორი, რომ დაგვნატროდეს ყველაო...
უმარჯვე, გუთნის დედაო... ყამირო ბელტო, ნუ ნაზობ, გადადი ზედი-ზედაო...
ნაკურთხო მაღლა ღვთისაო, მოჰხან, მოთესე ხორბალი, მოვიმკო სარჩო წლისაო!
ღირღიტავ, ბანი უთხარო! სახნის-საკვეთო, გაუსვი, რომ კაჭაჭს ძირი უთხარო! |
| პოეზიის გვერდი • • • |


