კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 14:09

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

გაუჩინარდი, ვეღარ გიმზერ - სხვა იყო წინათ,

მაგრამ არ ვგოდებ - შენ ჩემს

გულში მოგეცი ბინა.


მე უშენობამ მომაწყინა და მძაგს სიცოცხლე,

უშენოდ ყოფნა არყოფნაა,

სიკვდილი ბრწყინავს.


მენიაზება, მე შენს მიწად გარდამაქცია,

ფეხთ ქვეშ განგერთხე, გზასავალზე,

დაგიხვდე წინა.


შენ წინ დავმდგარვარ, თავგანწირულს,

გული მიღელავს,

დამკარ მახვილი, ორლესული, მზეზე რომ ელავს.


გული ყოველი შენი ტრფობით იშვებს

და გმინავს,

ეგ შენი ბასრი ცისქვეშეთში ვინ აიცდინა?!


წილად მერგუნა დარდი, ჭმუნვა კაეშნიანი,

მე კი ეს მრუმე მწუხარება

ვიწვნიე ლხინად.


ამ დარდით ჯამი დაილეწა და განადგურდა,

მე ჩემი გითხარ, ახლა შენი შენ უწყი,

ფრთხილად..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen