კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:42

 

სათნოებიდან მოვდივარ შენკენ 

და პეშვით მომაქვს გროვა იების, 

ელავს წარსული იების ფრთებზე, 

როგორც ცრემლები მონანიების.


შენ უკვე სხვა ხარ... გათავდა ბრძოლა 

კაცს და ღმერთს შორის, სულს და ხორცს შორის,

აღარ აგიტანს შიში და ძრწოლა

ვერ შეგაშფოთებს უბრალო ჭორი.


და შენი ხილვა - სიზმარი ბროლის, 

სვეტიცხოველის ჯვარივით წმინდა, 

წამოვა, როგორც დეკემბრის თოვლი 

და ბზის ტოტებზე დაიწყებს ბზინვას.


შენ უკვე იცი - ამ ხილვებს რა შობს, 

ან რა ანიჭებს ღვთაებრივ ძალას

სული - სიმღერის ცისფერი საშო, 

საკუთარ არსში, რა აზრებს მალავს!


და იმ უმანკო ჩასახვასავით 

როგორ მწიფდება აზრები იგი,

რომელიც მუდამ იყო ლახვარი

სიმდაბლის, ეჭვის, ღალატის, შიშის!


შენ ახლა სხვა ხარ...

ამიერიდან

დაღდასმული ხარ გარდაქმნის წამით, -

ვით შობის ღამით!

ცისკენ იარე!

სხვა გზას ერიდე!

ამინ

და 

ამინ!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen