|
ისევ მაღალ მთას ვეიმედები, ჩვენს მოდგმას ისევ ის გააკაჟებს, და როცა ვხედავ ნაბდის ქუდებით სადმე ახოვან, შავგვრიმან ვაჟებს,
თოვლში და ბუღში გამონაშუშებს, ჩვენში სავაჭროდ გადმოვარდნილებს, მთიდან ჩამოსულ წვივ-მაგარ, თუშებს.
შვენის მზის ფერფლი გარუჯულ კუნთებს, დაგეშილ ყნოსვით ლამაზებს ზვერავს, და მძაფრი ვნება ცეცხლს სულში უნთებს.
არც იცის კარგად ღამეს სად ათევს, ებრძვის შავ ღამეს, ებრძვის შავ მიწას, ებრძვის ქარიშხალს, სეტყვას და დათვებს.
სჩანს, რომ სიცოცხლეს არ ზომვენ მისხლით, და მათ ორი რამ ახასიათებს: სიამაყე და ველური სისხლი.
ძვირფასი მადნის დაღორღილ ქვიშას, არ იცის წერა და მაინც სჯერა, იოლად წავა და არა უშავს.
ბარი მადლობით მათ გააცილებს, და როცა ბარელს მათ შევადარებ, გვერდს ვეღარ უვლი ჭლექის ბაცილებს.
თუში - ეს სიტყვა დღესაც მაწვალებს, ბევრ თუშს გმირული წარსული ჰქონდა და დღეს სწვავს მიწა მათ ჩამქრალ თვალებს.
ნუ გინდათ ქვაბი, ნუ გინდათ თეფში, ნუ გინდათ მზითვი წამოსაღებად, სცადეთ მთის ქალის გულის გაღება.
ცრუ ტრადიციის ნუ არის შიში, თუ გინდ მწყემსებში ეძიეთ ქმარი, ოღონდ არ გაქრეს მაგარი ჯიში.
ქალებს ინახავს, ვაჟებს არ უშვებს, და მეც ის აზრი დამაიმედებს, რომ ჩემს ორ ასულს მივათხოვ თუშებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


