|
ჩანს, გააბეზრა უსაშველო სიმარტოვემ და, - ყურად რომ იღო სიშორეში თხოვნა რაბინთა, - დაჯდა უფალი მარადიულ კარაბადინთან და პაექრობა წამოიწყო უცხო ტომებთან.
ვინ რა შესცოდა, ვინ რას ბჭობდა, ვინ სად ატირდა, - და ქვეყნის თვალის ასახელად თუ დასაბინდად სიტყვის მაგიერ არშიებზე კითხვებს სტოვებდა, -
დაფარულის და იდუმალის განსაჭვრეტავად; კვლავ ბრუნდებოდა დედამიწა დათქმულ ყალიბში,
გადმომდგარიყო ფერდობებზე აპოკალიფსი და ჯოჯოხეთში საბუღრაოდ ცხენებს ხედნიდა... |


