კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:51

 

ყოველი ღამე მე მიჭრია მღელვარე ფიქრით

და ზეცას ხარბად მიბჯენია ჩემი თვალები,

რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ

გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.


როგორც ბეღურა დაფრთხობილი ზამთრის ღამეში,

ასკდება ფანჯრებს განათებულს და ძირს ვარდება,

ისევე ჩემი განწირული სულის თარეში

ფრთებ დამტვრეული სიმაღლიდან ძირს მოქანდება.


როცა სიჩუმე გაიშლება ხავერდის ფრთებით

და დრო ჩამოთვლემს უსაზღვრობის მდუმარე  გზებზე -

ადამიანო, რას დაეძებ, რატომ ინთები?

მხოლოდ მტვერი ხარ მიგნესილი ძვლების ჩონჩხებზე.


იყავი ისე, როგორც მთებში ყვავილი არის!

იყავ ფუტკარი, რომ ითვრება ყვავილის წვენით! -

მზის ელვარება და ნათება ღამეში მთვარის,

რომ შენში ერთად მეტყველებდეს უბრალო ენით.


იყავ ტოროლა აფრენილი ზაფხულის დილით,

და ნუ გაშინებს, რომ ახლოა წყვდიადი ღამის…

ო, ეგ სიცოცხლე და ათასი წლების სირბილი -

ორთავე მხოლოდ სიზმარია და ერთი წამი!..

 

* * * * * * *

 

ღამის უფსკრული მეც მიჭრია მღელვარე ფიქრით

და ზეცას ხარბად შეპყრობილა ჩემი თვალები,

რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ

გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.


როგორც ფრინველი დაფრთხობილი ზამთრის ღამეში

ასკდება ფანჯრებს განათებულს და ძირს ვარდება -

ისევე ჩემი განწირული სულის თარეში

ფრთებ დამტვრეული სიმაღლიდან ძირს მოქანდება.


როცა სიჩუმე გაიშლება ხავერდის ფრთებით

და დრო ჩამოთვლემს მდუმარების უსაზღვრო გზებზე -

ადამიანო, რას დაეძებ, ან რისთვის კრთები?

რათ გტანჯავს ფიქრი სიყვარულზე და ვარსკვლავებზე.


იყავი ისე, როგორც მთებში ყვავილი არის!

იყავ ფუტკარი, რომ ითვრება ყვავილის წვენით! -

მზის ელვარება და ნათება ღამეში მთვარის,

რომ შენში ერთად მეტყველებდეს უბრალო ენით.


იყავ ტოროლა აფრენილი ზაფხულის დილით,

და ნუ გაშინებს, რომ ახლოა წყვდიადი ღამის…

ო, ეგ სამყარო და ალერსის წუთები ტკბილი

ორთავე მხოლოდ სიზმარია და ქროლვა წამი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen