|
დევების სისხლი არ მისვამს, არც ორბის გული მრგებია. მთებმა უბეში ჩამისვა - სად ბროლით ღვართქაფებია.
ცხრა მთა, ცხრა ველი ცვრიანი. გნახე - ჩიტი ხარ ნიბლია, პატარა, გიშერთმიანი.
გაგაბავ ჯადო-მახეში. ბნელ ღამეს ამქრად ავიჩენ და გაგიტაცებ კახეთში.
„ქართველმა ქალი მოგვტაცა!“ სასიძო გადმოვარდება, ცხენს გადმოაფრენს მამაცად.
ნაბადს შემოსხმულს ტანზედა ენგურის იქედ რა მიჭირს! ხმალს გადავაგდებ გვერდზედა - და მზე მეორედ მომისწრებს დიდი ორპირის გზაზედა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


