|
ო, მე დავრწმუნდი - საჭიროა მეტი ზრდილობა! (პლანეტა ჩვენი აღარც ისე დიდი განძია). ალბად სიბერით არის მისი ფერმიხდილობა… ღირებულება მისი მხოლოდ ბირჟამ ასწია!
და გავხდე ამით მოქალაქე პატიოსანი… მრავალი ღამე უძილობის მაქვს დახარჯული, რომ არ შევიქნე მისაღები ბრბოსთვის მგოსანი!
როს წარმოვიდგენ - აღშფოთებით ეს გული ღელავს: - რამდენი წმინდა შთაგონება, წმინდა პოეტი მას ვერაგულათ უჯიჯგნია და გაუთელავს!
მსურს, ჩემი ერის სამსხვერპლოზე დაიწვას გული! ვერ გამიტაცებს სხვა დიდება ცრუ და მაცდური. დე, ვიყო მარად მე იმისთვის ჯვარზე გაკრული!
(მეც მომიტევეთ ამ უხერხულ რევერანსივით). ჩვენს საუკუნეს არ აწუხებს ამ ქვეყნის ბედი - მას დრო დარჩება მოიცალოს სულ სხვა დარდისთვის…
არ შევეცდები ამ ადროისთვის აღმოვჩნდე კარგი: რომ დიდ ბრალდებათ არ დამაწვეს ამ ვიწრო მხრებზე ბოროტი ქვეყნის უსარგებლო და მძიმე ბარგი! |
| პოეზიის გვერდი • • • |


