კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:35

 

მაშინ სხვა ვიყავ, გულისყურით როცა მისმენდი...

ო, სულო ჩემო, უჩვეულო ჩვენი ჩვევებით

ქანაანელთა გულქვაობას მედგრად შევებით

და მწყურვალივით ამოვხაპეთ მთელი მისრეთი.


მაგრამ როდესაც მაჭირვებდი სხვა სამიზნეთი,

გიკმევდი კვამლს და - ხან სიშმაგით, ხან მიტევებით -

გულს ვიმძიმებდი მარტოსულის ღამისთევებით

და ფიქრის გორებს ვაღრუბლებდი და ვანისლებდი.


დარდს ვიქარვებდი შორი გზებით, შორი უსტარით -

ქალდეის ქარვით, ხატაეთით და ინდუსტანით;

დრო კი მისდევდა ასწლეულებს დინჯი რონინით


და მზე, რომელიც უბრად იყო ცის დამქარგავთან,

იდგა ნილოსთან ნაღვლიანი ფარაონივით

და ძვირფას სპეკალს მოკამკამე წყალში ჰკარგავდა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen