|
დაგვთმო დროებამ - ნაომარმა, ნადაფდაფარმა, მზე მთვარის აღაპს გაერიდა, ცაც აღაპობდა, მთამ დაიფარა ნათლიერის თეთრი დაფარნა და მყუდროება დასადგურდა უცხო ტაფობთან.
და სადაც ელვა საწიერზე ღრუბლებს აპობდა, - ბნელში უჩუმრად აირეკლა ეშმის აღალმა და სამსხვერპლოსთან უჩვეულო კვამლი აბოლდა.
სიტყვაც, ეტყობა, უშედეგოდ შაქარლამობდა; ქოხში კი, სადაც დამტვერილი იდგა აკვანი
ეგდო კაკალი - გამოხრული, ნავირთაგვალი და სათაგურთან დამშეული კატა ჩხაოდა... |


