კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:03

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

დღე ამას ვდარდობ შუმი და სადა,

ღამით ფიქრები ამიდის ცადაც, -

რატომ არ ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ,

ასე რეგვენი რადა ვარ, რადა?


რაისთვის მოველ ამ ქვეყანაზე,

აქეთ ვინ მხადა, ან რატომ მხადა,

საით მომიწევს აქედან წასვლა,

სამკვიდრო ჩემი სად არის სადა?


მიკვირს და მიკვირს, რატომ დამბადა,

ამ ქვეყანაზე ვინც მე დამბადა

და თუ დამბადა, რატომ დამფერფლა,

ამქვეყნად მოსვლა ღირდა კი ანდა?


ბარგი-ბარხანა ავიკრა უნდა,

გასამგზავრებლად რომ ვიყო მზადა,

იმქვეყნად მივალ, ამქვეყნად ყოფნის

გავიდა ყველა ყავლი და ვადა.


ნეტავი იმ დღეს, შენს შესაყრელად,

როცა ვიქნები გასული გზადა!

ნეტავი იმ დღეს, საიმნექტარო

უკვე აღმეძრა აქედან მადა!


ვინ არის ის, ვინც ამიდგა ენა,

ვინც მე მამღერა და მაღაღადა?

ვინ არის ის, ვინც მომაპყრა სმენა

კაცს გადაქცეულს მღერად და ხმადა?


გზა საით მიძევს, არავინ მითხრა,

ქვეყნად პატივი არავინ მცა და,

თავად უმწეო გონებამ ჩემმა

შეცნობა მისი ამაოდ სცადა.


დამათვრე ღვინით, დამათვრე ღვინით,

რომ გალეშილმა ვთქვა: „მიდი ჰკა! და

მარადისობის დილეგის ბჭენი

წიხლების ცემით დავლეწო მთლადა.


აქ ნებით ჩემით როდი მოვსულვარ,

ან როდი დავალ ბარად და მთადა,

ვინც მომიყვანა, წაყვანად მოვა,

ვითა მთესველი - თავთავთა მკადა.


თუ არ ვსვი ღვინო, როგორ ვიმღერო?

რომ დავლევ მყისვე ვიქცევი სხვადა.

ლექსის სათქმელი ენა მიშრება,

მასვი, ლექსები ვადინო ზღვადა!


ეჰ, შამსე თავრიზ, ოღონდ მეჩვენე,

ოღონდ გამეცი შორიდან ხმა, და

მზად ვარ, ეს მძორი, დავაგდო აქვე,

დრო დადგა, ხანჯლის მოვსინჯო ვადა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen