მთარგმნელი: მაგალი თოდუა
|
ლალის ტუჩების კოცნა მომინდა, მივედი მასთან და ვთხოვე ასე: - მოისხი მადლი და მომარჯულე, ორად-ორ კოცნით მე ბიწით სავსე!
ვერ გაკოცნინებ, ერთი მაკოცო, ისიც ბევრია. ორჯერ ვინც მკოცნა, ყველა გაგიჟდა, ქვეყანა ასე გადამერია.
თითო სიცოცხლე მოაქვს და გირჩევ, მუდარას მორჩე, - სად გაგონილა, ერთხელ გაჩენილს ამ ქვეყანაზე ეცოცხლოს ორჯერ! |


