კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:09

 

წმინდაო, წმინდაო,

წმინდაო მარიამ!

მე ლოცვად მოვედი,

მე ლოცვა მწადია;

ვიცი, უჩემოდაც აქ ბევრნი დადიან,

მაგრამ შენ ვერ ნახავ ჩემსავით დარდიანს.

წმინდაო, წმინდაო,

წმინდაო მარიამ!

რა გაოცებული თვალებით მიცქერი?!

ვიცი, არ მელოდი...

მე მხოლოდ ღვინოს და ვნებას ვუმღეროდი.

ვიცი, არ მელოდი...

და მაინც მოვედი,

ნაძარცვი, შიშველი,

ჩემთვის არაფერს გთხოვ,

მე რაღას მიშველი,

როსკიპი ქალივით ათასჯერ გაყიდულს

სულიდან ხორცამდე...

ბევრჯერ მიტირია,

ბევრჯერ მინანია,

მაგრამ ჩემ ცოდვათა მონანიებაზე

ფიქრიც გვიანია...

მეტად გვიანია...

და მაინც რატომღაც დღეს ლოცვა მწადია -

წმინდაო, წმინდაო,

წმინდაო მარიამ...

მე განწირული ვარ,

ლოცვა ვერ მიშველის,

მე დაღუპული ვარ - შენდობა არ მინდა..

ვიცი, ჩემს შეცდომებს კვლავ გავიმეორებ,

ისევ რომ დავიწყო ცხოვრება თავიდან...

და მაინც, რატომღაც დღეს ლოცვა მწადია -

წმინდაო, წმინდაო,

წმინდაო მარიამ!

მე შენთან მოვედი

ნაძარცვი, შიშველი...

ჩემთვის არაფერს გთხოვ, ვეღარას მიშველი.

მე იმას გავედრებ - ჩემს სახელს კი არა,

ვინც ჩემთა ტკივილთა სევდას ეზიარა,

ჰფარავდე მას, ჩემზე ნაღველით დარდიანს

წმინდაო, წმინდაო,

წმინდაო მარიამ!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen