კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:45

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

ამას რას ვხედავ! შენი მშვენებით

თვითონ მშვენება არა ჩანს მშვენად.

ვინც შენთა ზილფთა ფშვენა ისუნთქა

გადაავიწყდა მუშკ-ამბრის ფშვენა.

გული კი არა ქვა გიდევს მკერდში,

ქვაზე ათასჯერ ცივი და მძიმე,

კარგად ვიცი მე, და მაინც ხედავ?-

ისე გიფიცებ ვითარცა ზენას.

შენ არ გეგონოს მე შენგან რამე

წყალობას ანდა სიკეთეს ველი,

სად გაგონილა გულქვას ულბობდეს

გულს გულდამწვართა გულების ქშენა!

შენზე ათასჯერ შევჩივლე ზენას

და შენგან შველა ათასჯერ ვთხოვე,

მაგრამ რა ვპოვე, თურმე ღვთაებას

არ ეპუები, ღვთაებავ შენა.

მე თუნდ ათასი მეფე მამონონ,

რა თავში ვიხლი ასეთ წყალობას,

შენ ამიყვანე ყურმოჭრილ მონად

და ეს იქნება ნამდვილი შველა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen