მთარგმნელი: მაგალი თოდუა
|
მე ქვა ვიყავი, მოვკვდი ქვა და მცენარედ მოველ, მოვკვდი მცენარეც და ბუნაგი ცხოველში ვპოვე. მოვკვდი ცხოველიც და ვიქეცი ადამის ტომად. მოვკვდები აქაც, მაგრამ განა მაშინებს კვდომა!
რომ ანგელოზის გამომებას მსუბუქი ფრთენი. და ერთ დღეს, როცა ანგელოზის დადგება რიგიც, არავინ უწყის იქ რა მელის, რა არის იქით.
და მიგალობებს: "ნივთი თვისად მიიქცეს სახედ". სიკვდილი ხარობს, შენ კი მასზედ ტყუილად ცხარობ, განა არ იცი, ჯურღმულში ჩქეფს სიცოცხლის წყარო!
სურვილი შენი შეუხამე ლოტოსის სურვილს, ლოტოსის მსგავსად შუა წყალში გაიდგი ფესვი და სვი ეს წყალი. რამდენიც გსურს იმდენი შესვი.
წამალიც არის წყალმანკისთვის წყალი და სნებაც! დაგვიწყებია სულის სატრფო შენს ტკბილ სულს ყვარობ, იძახი კია: შემომხედეთ, მიჯნური ვარო!
და გიხარია და გგონია გიდგას ტაროსი. გადააქციე ჩქარი წყალი ნებაზე უშვი იდინოს თავის კალაპოტში, ჩაუშვი რუში. |
| პოეზიის გვერდი • • • |


