|
ჩვენში: „გაგვიძეღ, ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო“ - მღერდნენ. თქვენში კი - ერთობ სხვა ამინდია, მგოსნებიც თქვენი გადასხვაფერდნენ.
პოეტი უნდა შეიქნეს მოგვი - მუხლები თუ აქვს გადატყაული ბატონების წინ ხვეწნით და ჩოქვით.
პოეტი მართლა პოეტი თუა - არც ერთ მლიქვნელის და იდიოტის სწრაფვას იმისას არ აჰყვეს ჭკუა! |


