|
ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი, ეკლესიისას აფერხებს წინსვლას, სარწმუნოების მტერია ახლის.
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი, მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი, არის მზაკვარი, დამტაცებელი.
და ბელზებელის სახელით გლოცავს, ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს, ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით, მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ, მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.
რათა დოსიე შეავსოს შავი, ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში, რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.
შავი დღისათვის იძენს ქონებას, ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით, დააკარგვინებს თავს და გონებას.
ლესბოსელნი და მამათმავალნი, ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი, გესლიანნი და ენამრავალნი.
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა, მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია, მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს და დაავიწყოს ღმერთი მესია.
ის არ იხილავს ზეცას აროდეს, მისი სახელი არის ჰიპოკრიტ, მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს. |


