|
ეხსნება ფარდა ღვთაებათა ყველა ხვაშიადს, ისმის კარებთან მლოცველების ფრთხილი კაკუნი, მარხულობს მოგვი, სამლოცველოც ამ მარხვაშია და წარსულიდან მომავალზე ბჭობს ორაკული.
საყრდენს უმაგრებს უმტკიცესი რწმენის აგური, კითხულობს ყოველს, თქმულებებში რაც გაარჩია, რაც ქურუმების ხსოვნაშია შემონახული.
ხვალის ხილვები ირეკლება ცის სიცხადეში; ჭვრეტ, ორაკულო, ტროელების უკვდავ გმირობას, -
და რაფსოდების პირველყოფილ გულუბრყვილობას გრძნობს საბერძნეთის ანტიკური სიმშვენიერე... |


