კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 19:09

 

მწუხრით გათალხე ძოწეული და გააფლასე,

გაქრა სილბო და სინატიფე, წახდა ღირსება,

ჯვარცმულის ჩრდილი დაცემულა ნაცნობ ტაბლაზე

და ძველი თასი ამჯერადაც სისხლით ივსება.


ჩანელდა ცეცხლი, - დასაბრაწი უკვე დაბრაწე -

და როგორც გარჯა უღირსისა და გალირწება,

ცოდვილის ფლასით იმოსება ცა საატლასე

და სევდის ბაღში შემოდგომის ქარი ირწევა.


ყვავილთა სურნელს შერევია კვამლი ჰაშიშთა, -

ამაყი მოდგმა გადაგვარდა და გადაჯიშდა;

სძინავს კორიდას, სძინავთ ხარებს, სძინავს პიკადორს,


ბეთლემის მთვარე დასთამაშებს დაღლილ რუსთაველს

და დრო-ჟამს - უცხო სინამდვილის ფალსიფიკატორს -

აქანებს ნავი ქარონისა და აბურთავებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen