კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:01

 

ისევ ვაჯერებ უცხო ნაყენს, - რაღაც მათრობელ

ბალახბულახებს შევალიე მთელი ქონება,

მაინც ვერ სძლია გულქვაობას ცის სისათნოვემ

და უბრად მრჩება ამჯერადაც ეს შთაგონება.


კვდება ფუტკარი, ყვავილები ვეღარ თაფლობენ,

რწმენის გორგალსაც დაუწყია ძირს დაგორება,

მზის უმწეობა ეუფლება დამზრალ დაბლობებს

და უმზეობის გალავანი ემთაგორება.


აღარც მრევლი ჩანს, მორყეულა ტაძრის პორტალი

და ნაყოფს აშთობს პატარძალი ნააბორტალი;

ღმერთო, ნეტავი მაკვდინებდე, სისხლით მღებავდე, -


რატომ დამთმე და გადამაგდე, როგორც მეტივე,

გზა დამიგმანე საიდუმლო მუცლადღებამდე

და დაბადების მისტერია შემაწყვეტინე...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen