|
როგორ დაცხა და ჩამობნელდა, ღმერთო მაღალო, და მთვარემ, მთვარემ - ნაომარმა, სახენაღალმა - ხელისკანკალით გამოაღო ბინდის მაღარო და ბნელს მიანდო გადამქრალი ოქროს აღალმა.
და მთვარის პირზე დაბურული ნისლის დაფარნა აღიქვა, როგორც შეთქმულება შეუსაბამო და ზეციური მხედრობიდან მხედრის გაპარვა.
და სიჩუმეში იდუმალი ხელი ფათურობს; - რომ გაგვიცხადოს ხვაშიადი ცის და მნათობის,
ვით მისტერია არამდგრადი ჩვენი ქმნადობის და უფრო მდგრადი ზეციური შემოქმედების... |


