|
ცვიოდა ფიფქი, ათოვებდა ბამბას ბამბაზე, გამოსულიყო ნიავქარი ბამბის საპენტად, გალხენდა ქარის ჯადოქრობა და სიჯამბაზე და გაზაფხული ყვავილობას პირზე გაფენდა.
ჩაცხრა ჩქამი და ჩაილია გამწყდარ საბელთან, დარბაზს მოხვედი სადარბაზოდ და იდარბაზე და სიხარული ზეზეურად შემოგაბერდა.
ჩაინთქა სულის უსასრულო სამაროვანში; ხოლო გორგალი სოფლის გზებზე ისევ გორავდა
ცხოვართა ძახილს შეერწყმოდა ხმა საცხოვართა და ყველაფერი იცრებოდა ბედის საცერში... |


