|
მე დავიბადე განთიადისას, როცა მთის წვერზე დილა მაისის თვალებს ახელდა... და ნაზი იყო ელვა-ელფერი მტრედისფერ სივრცის...
ცხარედ ვიბრძოდი ყმაწვილურ ჟინით, მაგრამ დაცინვით მომიკლეს რწმენა, და ძირს დავემხვე კვნესა-ქვითინით.
ხსოვნა არ იყო ჩემში ზაფხულის და ნელა-ნელა მიჭკნობდა დღეებს სიცივე სულის, სიცივე გულის.
მისპობს და მიკლავს ოცნების კუთხეს, ჩემს გაჩენის დღეს ვწყევლი იდუმალს და ვლოცავ ყოფნის აღსასრულის დღეს.
ჩქარა, სიკვდილო, ოჰ, გევედრები... გადმომივლინე ტკბილი ოცნება, გადამაფარე შავბნელი ფრთები! |


